თვითშეფასება
ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე -ლოგარითმების სამყაროში
2015 წლის 27 თებერვალს ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი (მათემატიკა და ინგლისური) თემაზე ,, ლოგარითმების სამყაროში“ XI კლასში. გაკვეთილს დაესწრო დირექტორის მოადგილე მაია მელქაძე, მათემატიკის მასწავლებელი დეა გოგოლაძე ინგლისურის მასწავლებელი თეა გოგოხია, ისტ მენეჯერი თამარ ჩხეიძეგაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნოთ ლოგარითმის განვითარების ისტორია დაენახათ ლოგარითმის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში და მეცნირების სხვადასხვა დარგში. მოეხდენათ თეორიული მასალის სისტემატიზაცია და განზოგადოება
მე და ჩემმა პარტნიორმა -ინგლისური ენის პედაგოგმა იანა ხარაშილოვამ ვეცადეთ რაც შეიძლებუდა მრავალფეროვანი ყოფილიყო გაკვეთილი და სახალისოც. შევიმუშავეთ გეგმა, მოვამზადეთ პრეზენტაცია PPT-ში. რომელსაც ვიყენებდით გაკვეთილის მსვლელობისას
გაკვეთილისათვის მზადება გაკვეთილის გეგმა წარვუდგინეთ ჩვენს კოლეგებს გოგოლაძეს და ვთხოვეთ დაგვსწრებოდნენ გაკვეთილზე. კლასი გავყავით ორ ჯგუფად, თითოეული ჯგუისათვის მოვამზადეთ ბარათები. (ბარათები დანართის სახით თან ერთვის გაკვეთილის გეგმას) მოვამზადეთ შეფასების რუბრიკა თითოეული საგნისათვის ცალ- ცალკე
გაკვეთილის მსვლელობა: გაკვეთილის დაწყებისთანავე აღვრიცხე მოსწავლეთა დასწრება გავაცანი გაკვეთილის გეგმა: გაკვეთილი ორი ნაწილისაგან შედგებოდა. პირველ ნაწილში მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე ლოგარითმების ისტორიის შესახებ (საუბარი იყო ლოგარითმის წარმოშობის შესახებ, ნეპერზე, ლოგარითმულ სახაზავზე, ლოგარითმულ სპირალზე, ლოგარითმების კავშირზე მეცნიერების სხვადასხვა დარგებთან) ინგლისური ენის მასწავლებელი თითოეული მოსწავლის გამოსვლის შემდეგ სვამდა შეკითხვებს და გაკვეთილის დასკვნით ნაწილში შეაფასა კიდეც. მეორე ნაწილი შეჯიბრის სახით წარიმართა: რომელიც ექვსი ეტაპისაგან შედგებოდა თითოეული ეტაპისათვის დრო შეზღუდული იყო და ფასდებოდა ქულებით (,,დაიჭირე შეცდომა“, ლოგარითმული ,, თავსატეხი“, გავიხსენოთ გრაფიკები, ლოგარითმული ,, კომედია 2>3“, ლოგარითმული განტოლების ამოხსნის ძირითადი მეთოდები, ) შეჯიბრის შემდეგ მოხდა გუნდური მუშაობის შეჯამება. შეფასება იყო განმავითარებელის განმსაზთვრელიც. ჩართულობა მასწავლებლების თანაბარი იყო. კლასი იყო აქტიური თუმცა შეიძლებოდა ზოგიერთი დეტალის უკეთ წარმოჩენა რასაც მომავალში გავითვალისწინებ. გეგმით განსაზღვრული მქონდა გაკვეთილის ბოლოს ჩამეტარებინა დამოუკიდებელი სამუშაო, გაკვეთილის დროს გადაწყვეტილება შევცვალე ჩავთვალე ეს აქტივობა ზედმეტად
2015 28.02 მანანა გადელია
Комментариев нет:
Отправить комментарий