пятница, 24 апреля 2015 г.

გაკვეთილის გეგმა




         

  

საგანი
ინგლისური და მათემატიკა


გაკვეთილის  მთავარი თემა

ლოგარითმები ჩვენს ცხოვრებაში

სწავლების საფეხური

XI კლასი


მოსწავლეთა პროფილი

კლასში 15 მოსწავლე
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები კლასში არ არის


მასწავლებლები

იანა ხარაშილოვა  მანანა გადელია


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა


ლოგარითმის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში  და მეცნირების სხვადასხვა დარგში.
მოსწავლეები დაინახავენ ლოგარითმის პრაქტიკულ მნიშვნელობას



გაკვეთილის მიზნები და შედეგები


მოსწავლეთა უმრავლესობა დარწმუნებულია ლოგარითმები მხოლოდ მათემატიკის გაკვეთილზე გამოიყენება და არ შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა დარგში.
 


მოსწავლეები გაეცნობიან ლოგარითმის განვითარების ისტორიას დაინახავენ ლოგარითმის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში  და მეცნირების სხვადასხვა დარგში. მოახდენენ თეორიული მასალის სისტემატიზაციას და განზოგადოებას
განუვითარდებათ
·         დამატებით ლიტერატურასთან და ისტორიული მასალასთან მუშაობის უნარ- ჩვევა
·         ისტის მიზნობრივად გამოყენების უნარ -ჩვევა
·         ესთეტიკური თვისებების და საკომუნიკაციო უნარ- ჩვევა


წინასწარი ცოდნა


პრეზენტაციის მომზადება PPT ფორმატში
ლოგარითმის თვისებები
ლოგარითმული განტოლების ამოხსნის მეთოდები



შეფასების საგანი და პროცედურები


მოსწავლეების ჩართულობა გაკვეთილზე; აქტიურობა; ჯგუფური მუშაობა

შეფასების კრიტერიუმები
მოსწავლეს შეუძლია:
·         მასალის მოძიება და დამუშავება
·         პრეზენტაციის მომზადება და წარმოდგენა
·         ლოგარითმის თვისებების გამოყენება
·         განტოლების ამოხსნისათვის შესაბამისი მეთოდის შერჩევა


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები


მასწავლებლისა და მოსწავლის სახელმძღვანელო მათემატიკა  გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი
კომპიუტერი პროექტორი, ლოგარითმული სახაზავი
პრეზენტაცია pptx;
http://rpp.nashaucheba.ru/docs/index-46827.html





გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

საორგანიზაციო საკითხი (2 წთ)
კლასი გაყოფილია ორ გუნდად
აქტივობა 1 (15 წთ)
 მასწავლებელი (ინგ) : დღეს ჩვენ გავეცნობით ლოგარითმის განვითარების ისტორიას და მის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში
(მათ) ჩვენს წინაშეა ამოცანა  შევამოწმოთ ჩვენი ცოდნა : გავიმეოროთ ლოგარითმული ფუნქცია და ლოგარითმული განტოლების ამოხსნა
 დღევანდელი გაკვეთილი შეჯიბრის სახით წარიმართება
1.      ყოველი გუნდი ირჩევს კაპიტანს
2.      იმარჯვებს ის გუნდი რომელიც მეტ ქულებს დააგროვებს
3.      შეჯიბრი 5 ეტაპად გაიმართება ძალთა შერკინება და შემოქმედებითი საშინაო დავალება
4.      თითოეული ეტაპისათვის დრო განსაზღვრულია

მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას (ინგლისურად) მასწავლებილი სვამს შეკითხვებს

აქტივობა 2 (5 წთ) პირველი ეტაპი გავიხსენოთ თეორია ,,დაიჭირე შეცდომა“ (სლაიდი   3-4  )
მასწავლებელი. პირველ სვეტში მოცემულ ცნებებს შეუსაბამეთ ფორმულები
თითოეული სწორო პასუხი ფასდება 1 ქულით
მოსწავლეებს ეძლევათ ბარათები (დანართი 1) შესაბამისობას აღნიშნავენ ისრებით

აქტივობა 3 (7 წთ)
მეორე ეტაპი
გადავლახოთ წინააღმდეგობა ლოგარითმული ,, თავსატეხი“
მოსწავლე  ირჩევს 5 მაგალითს და მისი გუნდის წევრი პასუხობს. პასუხისათვის განსაზღვრულია 40 წამი თითოეული სწორო პასუხი ფასდება შესაბამისად 1-2-3-4 ქულით (რამდენ ქულიანსაც აირჩევენ) სლაიდი  (5-10)

აქტივობა 4 (5 წთ)
გავიხსენოთ გრაფიკები (სლაიდი 11-12)
1.      დაასახელეთ ფუნქციის თვისებები თითო სწორი თვისებისთვის  1 ქულა
2.      რომელი გრაფიკი წარმოადგენს y =  ფუნქციის გრაფიკს?

აქტივობა 5(5 წთ)
ლოგარითმული ,, კომედია 2>3“ (სლაიდი 14-15)
სწრაფი სრული და და სწორი პასუისთვის მაქსიმალური ქულა- 5

აქტივობა 6 (5 წთ)
მასწავლებელი : ვისწავლეთ ლოგარითმული განტოლების ამოხსნის ძირითადი მეთოდები მოდით შევამოწმოთ ჩვენი ცოდნა  მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები ცხრილებით ( სლაიდი 16)
 ცხრილში მითითებულია განტილებები და შესაბამისად უნდა მიუწერონ ამოხსნის მეთოდები თითო სწორად შერჩეული მეთოდი ფადება 2 ქულით

აქტივობა 7  შევაჯამოთ გუნდური მუშაობა
,,10“- 40 ქულა და მეტი
,,9“ – 35-39 ქულს
,,8” –30-34
,,7“ -25-29

აქტივობა 8 (3 წთ)
მასწავლებელი: თეორიული მასალის გამეორების შემდეგ მოდით შევამოწმოთ როგორ ვიყენებთ ამ ცოდნას პრაქტიკაში
 მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები    ინდ სამუშაოსათვის
ამოხსენით განტოლება
ამოხსენი უტოლობა
მიუთითე რომელ შუალედს ეკუთვნის განტოლების ფესვი
გაამარტივეთ გამოსახულება
გაკვეთილის შეჯამება
საშინაო დავალება










Комментариев нет:

Отправить комментарий